ნიჩბოსნობის ფედერაცია მასპინძლობდა პოტსდამის (გერმანია) ნიჩბოსნობის კლუბის ახალგაზრდულ ნაკრებს

საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ფოთში მასპინძლობდა პოტსდამის (გერმანია) ნიჩბოსნობის კლუბის ახალგაზრდულ ნაკრებს 5 სპორტსმენის შემადგენლობით და მთ.მწვრთნელს ბატონ როლანდ კიოპკეს. გერმანული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები და ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები. მალთაყვის ბაზაზე 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე გერმანელი და ქართველი ნიჩბოსნები გადიოდნენ ერთობლივ ვარჯიშებს.ბატონმა როლანდ კიოპკემ ქართველ მწვრთნელებს და სპორტსმენებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, მეთოდოლოგიური ხედვა და გეგმები.შეკრებამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.წარსულში ფოთში სავარჯიშოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა რესპუბლიკების ნიჩბოსანთა გუნდები.პოსტსაბჭოთა სივრცეში,დღევანდელ საქართველოში ეს პირველი ერთობლივი ქართულ-გერმანული წვრთნებია.