FISA-ს ექსპერტი საქართველოში

2017 წლის 18 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე მსოფლიო ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის პროექტის ეგიდით ფოთში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციას სტუმრობდა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი,სხვადასხვა დროს ავსტრალიის,ნიდერლანდების და იტალიის სანიჩბოსნო გუნდების მწვრთნელი,ირლანდიის ნიჩბოსნობის აღმასრულებელი დირექტორი, FISA-ს ექსპერტი ანტონიო მაუროჯიოვანი.ბატონმა ანტონიო მაუროჯიოვანიმ ქართველი მწვრთნელებისათვის და სპორტსმენებისთვის ჩაატარა თეორიული და პრაქტიკული მასტერკლასები თანამედეროვე პროგრამითა და მეთოდოლოგიით.